logo_geo
გიორგი ვოლსკი: ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნებში გაიმარჯვების რესურსი არ გააჩნიათ
- +

14 აპრილი. 2024. 22:10

"ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით, როდესაც ანალოგიურ კანონპროექტზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ამ გაუგებრობას ადგილი აღარ ექნებოდა. ყველა ჩააბარებდა დეკლარაციას და საზოგადოებას მოახსენებდა გამჭვირვალედ, რით ფინანსდებიან და რა პროექტებში მიდის თანხა. ეს არ შესრულდა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, „ენჯეო“ სექტორის მხრიდან პირობის შეუსრულებლობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება მოხდა. ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების ერთადერთი მიზანი პროცესების რადიკალიზაციაა.

 

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არანაირი რესურსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ და შეასრულონ ის, რაზეც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბრალს დებენ - თურმე, ეკონომიკურ სანქციებში შევლენ, როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა აცხადებს, რომ მეორე დღესვე დაიწყება სანქციების დაწესება. აღნიშნული აუცილებლად გამოიწვევს სამხედრო დაპირისპირებას, როგორც შედეგს და აღსრულდება ის ოცნება, რომელიც 2022 წლიდან ჩვენ არაერთხელ გავიგონეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც და უკრაინის პრეზიდენტისგანაც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 
big_banner
არქივი