logo_geo
გივი ჩხარტიშვილი: ირაკლი კობახიძემ დეტალურად განუმარტა საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის არსი და მიზანი. შესაბამისად, საზოგადოებას აღარ დარჩა არცერთი კითხვა
- +

17 აპრილი. 2024. 22:16

 

 

„არეულობა საქართველოში დღესაც და ყოველთვის აწყობს ოკუპანტს და ვინ დგანან ამ არეულობის წინა ხაზზე? ვირეშმაკა პოლიტიკოსები და მათ მიერ ხელდასხმული, პოლიტიზებული NGO-ლიდერები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი წერს.

 

მისი თქმით, ვირეშმაკა პოლიტიკოსების დრო, ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს.

 

„დღეს, ბრიფინგზე ფაქტობრივად კი საჯარო ლექციაზე, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, დეტალურად განუმარტა საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის არსი და მიზანი. შესაბამისად, საზოგადოებას აღარ დარჩა არცერთი კითხვა. ყვირილს და კივილს განაგრძობენ მხოლოდ ვირეშმაკა პოლიტიკოსები. ამიტომ, ვირეშმაკა პოლიტიკოსების დრო, ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს. ვირეშმაკა პოლიტიკოსების, ვისთვისაც აგვისტოს ომის დროს დაკარგული კოდორის ხეობა, ახალგორი და ორასამდე სოფელი მხოლოდ ქვების გროვაა! ვირეშმაკა, პოლიტიკოსების რომლებიც, ქართული ჯარის, ქართული სახელმწიფოს ძარცვით დაგროვებული ფულით ახლა აფინანსებენ არეულობას საქართველოში.

 

უნდა დასრულდეს იმ ვირეშმაკა პოლიტიკოსების დრო, ვინც დემოკრატიად ნათლავდა უდანაშაულო ახალგაზრდების დახვრეტას ქუჩებში, ბიზნესის რეკეტს, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, პატიმრების წამებას, თავისუფალი სიტყვის, ტელევიზიების დარბევა-ჩახშობას. ქართველმა ხალხმა, 2012 წელს გააკეთა არჩევანი, აირჩია საქართველოს განვითარების ევროპული გზა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა. ასე, რომ აქ არ არსებობს კითხვა ვინ აკეთებს რუსულ საქმეს, და ვინ ქართულსა და შესაბამისად ევროპულს.

 

დიახ, ღირსებით ევროპისკენ! ეს ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების" არჩევანია“, - წერს გივი ჩხარტიშვილი.

 

 

big_banner
არქივი