logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არ ნიშნავს, რომ ყოველ მომენტში მეგობრები არიან - ხანდახან ცუდსაც გვეუბნებიან
- +

19 აპრილი. 2024. 01:17

 

 

„ის, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ მომენტში მეგობრები არიან - ხანდახან ცუდსაც გვეუბნებიან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ხანდახან, როდესაც ინტერესზეა საუბარი, მეგობრობა გვერდზე იწევა.

 

„იგივე პარტნიორების სახეები და სახელები მოგვიწოდებდნენ ღიად თუ დახურულ კარს მიღმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და საზღვარგარეთ გაგვეშვა - ეს ქართველი ხალხისთვის კარგი მეგობრული რჩევა იყო?! რა თქმა უნდა - არა! ეს ინტერესში იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებისგანაც ეს რჩევა მოდიოდა. მათ ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობა გვერდზე გაწიეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათი ინტერესი იყო. დღემდე, დახურულ კარს მიღმა გვთხოვენ რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთს. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი ჩვენი ხალხისთვის, ეს იქნებოდა ქვეყნის ომის პირზე მიყვანა და სამხედრო კონფლიქტის რეალობა. იყო ეს მეგობრული რჩევაა - რა თქმა უნდა - არა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო კანდიდატის სტატუსისთვის წინაპირობა, არ გავაკეთეთ - მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც იქნება ზუსტად ასე. ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ჩვენს ინტერესებზე დავდგეთ და თუ ჩვენ ჩვენს ინტერესებს გავუფრთხილდებით და ჩვენს თავს პატივს ვცემთ, მერე სხვებიც გვცემენ პატივს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

big_banner
არქივი