logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს
- +

20 აპრილი. 2024. 23:54

"ვისაც ქართულ პოლიტიკაში რაიმე გამოცდილება ჰქონია, მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა პირდაპირი რუსული პოლიტიკური გავლენა გაცილებით მეტი იყო საქართველოში, მისთვის ეს არის ანა-ბანა", - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე რუსეთის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს. ანუ ოპოზიციის მიერ, რომლისთვისაც მთავარი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, ასეთი განცხადებები ბრუტალურად, ბრმად, ბრიყვულად იქნება გამოყენებული. ასეთი განცხადებების ტირაჟირებით ხდება ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც არის ამ განცხადებების მიზანი. ეს არის აქედან სულის შებერვა, რომ კარგად აგიზგიზდეს კოცონი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

big_banner
არქივი