logo_geo
დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე: არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა
- +

21 აპრილი. 2024. 17:06

 

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მას გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული კითხვების იმედი არ აქვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ვერავის ექნება სათანადო პასუხი კითხვაზე თუ რატომ შეიძლება დააშოროს გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო ევროპას.

 

„რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად რაიმე ფორმით დასვამს კითხვებს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა. იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი არგუმენტირებული კითხვების გარდა. არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის ექნება სათანადო პასუხი“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

 

გამჭვირვალობის კანონპროექტს დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირამდე, კომიტეტზე, მეორე მოსმენით განიხილავენ. მეორე მოსმენაზე პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი