logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! - გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ
- +

21 აპრილი. 2024. 17:21

 

 

„თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! ამიტომ, გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

„თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არც ერთ განხილვასო. როდესაც კანონპროექტს მუხლობრივად განვიხილავთ, იქ უკვე ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება.

 

როდესაც ამბობ, რომ ეს რუსულია და შეადარებ რუსულს ან ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ქართული კანონი ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. აქედან გამომდინარე, თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ. ამიტომ, ამ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

გამჭვირვალობის კანონპროექტს დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირამდე კომიტეტზე, მეორე მოსმენით განიხილავენ. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს. არგუმენტები ისევ არ არის. რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ შეკითხვაზე პასუხი, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

 

 

 

big_banner
არქივი