logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან
- +

23 აპრილი. 2024. 11:05

 

 

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან", - ამის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განიცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას.

 

„ოპოზიციას აქვს ზიზღის კამპანია. რა თქმა უნდა, ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს და ხედავენ ამას. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხია წყარო ძალაუფლების და სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი