logo_geo
მამუკა მდინარაძე: ორი-სამი წლის წინ ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები
- +

23 აპრილი. 2024. 13:28

 

 

„ორი-სამი წლის წინ ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე.

 

„რუსების თქვენ ნუ გჯერათ ხალხო, დამიჯერეთ, ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. საბოლოო ჯამში, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე, იმიტომ, რომ რუსეთზე უფრო ძალიან, აქ თუ მართლა რაღაც აირია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რომ აირიოს რაღაც, რუსეთზე უფრო ამით ვერავინ ისარგებლებს, დარწმუნდით ამაში, მიხვდით. საბოლოო ჯამში, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება და უნდა, აქ რომ რაღაც აირიოს, რუსეთზე უფრო, ამით ვერავინ ისარგებლებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთრივ ხუთი ნომერი კი არ არის, „ახალი“ „ლელო“ სულ „ნაცმოძრაობაა“ ეს, რომელიმეს გჯერათ, რომ „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯნულები არიან?

 

„ანტირუსული ისტერიის ფონზე, კეთდება საბოლოოდ რუსული საქმე, რომელსაც ჩვენ არ ვუშვებთ, კიდევ კარგი. ჩვენ რომ ორი-სამი წლის წინ ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები. ეს უნდოდათ. მერე ეს წამებული ვითომ ვიღაცები გაიქცეოდნენ სადღაც, ვერ გაასწრებდით ვერც ერთს ვერც წითელ ხიდზე და ვერც აეროპორტში და იქნებოდნენ შემდეგ ვითომ სამშობლოდან გაქცეული გმირები. ამ სისულელეებს გეგმავდნენ და ხომ ვიცით ეს ყველაფერი და დავანებოთ თავი ამ ისტერიულ კამპანიას, 29-ის ისტერიულ შიშს, რას არ კადრულობენ, საჯარო მოხელეებს როგორ ესხმიან, რას არ კადრულობენ, რომ ხალხის ხმას დაუპირისპირონ სიბინძურე. ხალხი გამოდის იმიტომ, რომ ეს კანონი არ არის რუსული, გამჭვირვალობის არისო და რუსული კანონის მხარდასაჭერადო, მეტი სიბინძურე რაღა გინდათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

big_banner
არქივი