logo_geo
რატი ბრეგაძე: 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივდივარ, რადგან მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, სუვერენიტეტი, მინდა, ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში
- +

23 აპრილი. 2024. 21:12

 

 

რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებული შეკრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ წავა შეკრებაზე.

 

„მივდივარ იმიტომ, რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;

 

მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, - წერს იუსტიციის მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი