logo_geo
დავით მათიკაშვილი: უმცირესობები უფლებრივად დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად უმრავლესობაც უნდა იყოს დაცული პროპაგანდისგან, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების მოზღვავებისგან არის
- +

25 აპრილი. 2024. 11:50

 

 

კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები ამჯერად ბათუმში იმყოფებიან და ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით მომზადებულ დოკუმენტს მოქალაქეებს აცნობენ.

 

„ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით იმ ძირითად პუნქტებზე, რომლებიც იქნება კონსტიტუციაში და კონსტიტუციურ კანონში ასახული. გარდა ამისა, როგორც საზოგადოებამ იცის, ათობით კანონში შევა ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო გავლენის მიღმაც არის შესაძლებელი და ამას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენი საზოგადოება ერთი მხრივ მაქსიმალურად უნდა იყოს უფლებრივად დაცული, მათ შორის უმცირესობები, მაგრამ ამავდროულად უმრავლესობაც უნდა იყოს დაცული იმ პროპაგანდისგან, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების მოზღვავებისგან არის“, - განამარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

 

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მესამე შეხვედრას გუშინ ოზურგეთმა უმასპინძლა. მსგავს ფორმატში ხალხთან კომუნიკაცია 17 მაისს დასრულდება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმაა საჭირო.

 

 

big_banner
არქივი