logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: რატომ არის გამჭვირვალეობა ცუდი, ამას რეზოლუციაში ვერ ამოიკითხავთ, მხოლოდ ის ზოგადი ფრაზებია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამბობს
- +

25 აპრილი. 2024. 12:16

 

 

„ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში უფრო მეტად ჭარბობს პოლიტიკა, ვიდრე სამართლებრივი ნაწილი იმ კანონპროექტზე, რომელსაც საქართველო იღებს", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

  

ქადაგიშვილის თქმით, რეზოლუციაში წინა პლანზეა ისევ საკითხი წამოწეული, რომ ევროკავშირის გარკვეულ ძალებს არ სურთ, რომ საქართველოში პროცესები გამჭვირვალე იყოს.

 

„კიდევ ერთხელ ჩანს, თუ როგორ ხდება სათაურშივე პროცესის სტიგმატიზაცია, სადაც ამ კანონის ის დასახელებაა მოყვანილი, რომელიც მასში საერთოდ აღარ არის. ფაქტობრივად, არ არის ახსნილი, რატომ გახდა გამჭვირვალეობა ევროკავშირისთვის დემოკრატიის შემაფერხებელი და რატომ აყენებენ საკითხს ისე, რომ საქართველოში ცოტაღა თუ შემორჩება თავისუფალი სიტყვა. რეზოლუციაში წინა პლანზეა ისევ ის საკითხი წამოწეული, რომ ევროკავშირის გარკვეულ ძალებს არ სურთ, რომ საქართველოში პროცესები გამჭვირვალე იყოს. სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, იმ ადამიანის, რომელმაც დიქტატორული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკა გაატარა. ვხედავთ, რომ ისინი ქართული საზოგადოების მიმართ პირდაპირი შანტაჟით არიან დაკავებული. იმის გამო, რომ საქართველოს გამჭვირვალეობა სურს, ამის საპირისპიროდ შანტაჟს მიმართავენ. უვიზო მიმოსვლა გამჭვირვალეობასთან რა კავშირშია და ამით ხდება შანტაჟი, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. რატომ არის გამჭვირვალეობა ცუდი, ამას რეზოლუციაში ვერ ამოიკითხავთ, მხოლოდ ის ზოგადი ფრაზებია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამბობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი