logo_geo
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
- +

26 აპრილი. 2024. 12:25

 

 

„ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში. ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში. თავის დროზე, სასჯელმისჯილი ადამიანი იქ თავისუფლად გადაადგილდებოდა და ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში იღებენ კიდეც. შემდეგ წაახალისეს, რომ 2021 წელს შემოპარულიყო, გაგვწირეს ქართველი ხალხი არეულობისთვის ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან. სამწუხაროდ, ამ დონეზეა დასული დღესდღეობით ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი