logo_geo
ნინო წილოსანი: 29 აპრილს შეიკრიბება საქართველო
- +

27 აპრილი. 2024. 21:49

"აპრილს შეიკრიბება საქართველო. ველოდებით ყველას, ვისაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ 29 აპრილის აქციის შესახებ განაცხადა.

 

„რატომღაც წინაა აქციებზე ადამიანების ვიწრო ჯგუფს, 5-10-15 ათასი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ესაუბრათ საქართველოს სახელით. საქართველო არც რუსთაველის გამზირით იწყება, არც ვაკით და არც თბილისთ სრულდება. საქართველოა ყველა ის რეგიონი თუ უკიდურესი სოფელი, რომელიც მოშორებულია ამ ცენტრიდან, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ჩვენი ქვეყნის ბედს და რომლებსაც ღირსეულად უტარებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

 

რა თქმა უნდა, შევიკრიბებით ყველა ის ადამიანი, ვისაც გვჯერა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლის, ვინც საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფას არ აყენებს და დისკრედიტაციას არ უწევს. ველოდებით ყველას, ვისაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

big_banner
არქივი