logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: დაინახეს, რომ აქცია ვერ აღწევდა ვერანაირ ლოგიკურ მიზანს და იფიქრეს პროვოკაციის მოწყობა, რადგან მუხტს სხვანაირად ვერ ინარჩუნებდნენ
- +

29 აპრილი. 2024. 13:39

 

 

„გუშინ დაინახეს, რომ აქცია ვერანაირ ლოგიკურ მიზანს ვერ აღწევდა და აქედან გამომდინარე იფიქრეს პროვოკაციის მოწყობა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„პროვოკაციის წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ პირველად, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აქციების დაწყებიდან მოყოლებული, პირველი მცდელობა იყო, რომ სხვისი ტრიბუნა დაეკავებინათ. ეს არც აქციის წესში ჯდება და არც ზოგადად ქცევის წესში. მათ დაინახეს, რომ აქცია ვერ აღწევდა ვერანაირ ლოგიკურ მიზანს და აქედან გამომდინარე იფიქრეს პროვოკაციის მოწყობა. რატომ იყო პროვოკაცია მათთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მუხტს სხვანაირად ვერ ინარჩუნებდნენ. ამიტომ პროვოკაცია, დაპირისპირება, პოლიციის გამოწვევა, კონფლიქტის გამოწვევა არის მათი მიზანი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

გუშინ ღამით, გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილი შეკრებისთვის მომზადებული სცენის დაკავების მცდელობას. აქციის მონაწილეებმა სცენასთან არსებული ჯებირების გარღვევა სცადეს. ამ დროს ჭყლეტაში დაშავდა „ქრონიკის“ ჟურნალისტი. შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი