logo_geo
ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათდა
- +

31 ივლისი. 2017. 21:06



აშშ-ის პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა.


მაიკ პენსს დღეს არაოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ხვალ დილის 7 საათიდან კი ოფიციალური შეხვედრები დაიწყება. ცნობილია, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელძღვანელს შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა.


10:15 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.


15:15 საათზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.


მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი