logo_geo
მაიკ პენსი: პრეზიდენტ ტრამპის დავალებით ვიმყოფები აქ, რომ...
- +

1 აგვისტო. 2017. 17:57


„პრეზიდენტ ტრამპის დავალებით ვიმყოფები აქ, ამ დროს იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოს უწევთ", - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, გენერალო ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებო. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ მოგმართავთ აქ, "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში მონაწილეებს და ყველა თავისუფალი სამყაროს ლიდერის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები აქ, ამ დროს იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოს უწევთ, რომ დგახართ აქ, გაერთიანებული, თავისუფლების დასაცავად. თქვენ ყველაზე საუკეთესონი ხართ ჩვენგან. ამერიკელები შორს იმყოფებით სამშობლოდან, რადგან ამერიკა და საქართველო გაერთიანებული არიან ერთობლივი ღირებულებისთვის, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს", - განაცხადა პენსმა.


მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის პოლიტიკა მიმართულია აშშ-ის წინსვლისა და აყვავებისკენ.

 

„ამერიკა პირველია, მაგრამ ჩვენი აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამერიკა პირველია მარტო. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ - თქვენს გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდზე ვდგავართ. ჩვენ მხარს გიჭერთ მისწრაფებაში, გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვარშავის სამიტზე განაცხადა - ის რაც გვაკავშირებს, არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა. საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებში უნდა ვეძებოთ. საქართველო მდებარეობს გზაგასაყარზე, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს და სამხრეთი ჩრდილოეთს ხვდება. ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა. ქართველი ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო", - აღნიშნა პენსმა.




 

big_banner
არქივი