logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობა ყოვლისმომცველია...
- +

1 აგვისტო. 2017. 22:26



საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა.


გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შვეიცარიაში გასული წლის ვიზიტი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

 

მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია... ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური.

 

გარდა ამისა, შვეიცარია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობას ვუხდი.

 

დღეს მე მქონდა პატივი, მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი