logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ხალხზე ვიზრუნოთ
- +

2 აგვისტო. 2017. 03:09



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტსს გამოეხმაურა.


ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან. ამის განხილვა შესაძლებელია იმ ჭრილში, რომ გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი", - განაცახა ციხელაშვილმა.


ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუსეთის ეს ქმედება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. მინისტრი აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხორციელდება.


ციხელაშვილი 3 აგვისტოდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საუკუპაციო ხაზთან დაანონსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხაზების აღდგენის გეგმასაც გამოეხმაურა, რომელიც მინდვრებში ხნულების სახით კეთდება.


ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ხალხზე ვიზრუნოთ. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არის ეთნიკურად ქართველი მოსახელობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. წლების განმავლობაში ყალიბდება ძალიან ღია, მძიმე დისკრიმინაციული რეჟიმი, რომელიც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი