logo_geo
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: თავისი ქვეყნის მოქალაქეობას იმდენად უნდა სცემდეს პატივს, რომ...
- +

3 აგვისტო. 2017. 00:01



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, დაელოდება რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება პასუხი, მიანიჭებს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობას.

 

„ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.










 

big_banner
არქივი