logo_geo
მკვდარი მკვდარს აეკიდა - „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ იშლება
- +

5 აგვისტო. 2017. 02:52



ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშე მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „რესპუბლიკური" და „თავისუფალი დემოკრატების" პარტიები. აღნიშნული პარტიების მიერ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მიზეზებზე „მარშალპრესმა" ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა.


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ერთიანი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება პარტია "ევროპულ საქართველოსთან" ჰქონდათ გადაწყვეტილი, მოლაპარაკებები პარტიებს შორის ზაფხულის დასაწყისში მიმდინარეობდა, კონსულტაციები მიმდინარეობდა თბილისის მერობის კანდიდატზეც. „თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკელები" თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის დასახელებას აპირებდნენ, თუმცა ელისაშვილმა უარი განაცხადა ამ პარტიების მიერ შექმნილი ბლოკის კანდიდატი ყოფილიყო და შესაბამისად ბლოკის შექმნის იდეაც ჩაიშალა.


„რესპუბლიკელებმა" და „თავისუფალმა დემოკრატებმა" NDI-ს რეალური კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტეს დამოუკიდებლადაც არ მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.


მიზეზი მარტივია:

კვლევის შედეგად პარტიებმა დაადგინეს, რომ რეალურად მათი რეიტინგი 0,1% პროცენტს შეადგენდა, შესაბამისად პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე „რესპუბლიკელებისა" და „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიების კიდევ უფრო „გაბანძებას", ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში და საზოგადოებისთვის სპეციალური „მესიჯბოქსი" შექმნან, სადაც არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად, საქართველოში უსამართლო საარჩევნო გარემოს დაასახელებენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „თავისუფალ დემოკრატებსა" და „რესპუბლიკელებში" ლიდერებმა პარტიის წევრებს და კოორდინატორებს ღიად განუცხადეს, რომ შეუძლიათ პარტია დატოვონ და სხვა პარტიებში განაგრძონ საქმიანობა.


როგორც ჩანს, რეალური დემოკრატიის პირობებში ხელოვნურად შეკოწიწებულ, გაურკვეველი იდეოლოგიის პარტიებს უჭირთ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და კონკურენციის გაწევა სხვა პარტიებისთვის.


„რესპუბლიკელებმა" და „თავისუფალმა დემოკრატებმა" ის მცირე რაოდენობის ამომრჩეველიც კი დაკარგეს, რაც ჰყავდათ და პარტიები ლიკვიდაციის რეჟიმში არიან გადასულები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი