logo_geo
იან კელი ზაზა ფაჩულიას: ჩემპიონო, გილოცავ!
- +

7 აგვისტო. 2017. 23:13


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ფაჩულია ქართველ ხალხს აძლევს იმედს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ.

 

„მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ, და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით", - განაცხადა იან კელიმ.


 

big_banner
არქივი