logo_geo
კახა კალაძე: ის გაუცხოება, რაც ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით და ძმობით უნდა დავარეგულიროთ
- +

8 აგვისტო. 2017. 13:12



პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას - „ომი ჩვენს ობიექტივში" დაესწრო, რომელიც პარლამენტის ეზოში გაიხსნა.

 

„ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ დაკვარგეთ გმირი ჯარისკაცები, მოხალისეები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გაუცხოება, რაც ბოლო ორი ათწლეულზე მეტია ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით, ძმობით უნდა დავარეგულიროთ, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას", - განაცხადა კახა კალაძემ.


გამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში", რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, აგვისტოს ომის ცხრა წლისთავს და ომში დაღუპულ კორესპონდენტებს ეძღვნება. გამოფენის იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძეა. მის რეზონანსულ კადრებთან ერთად, გამოფენაზე ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებმაც მსოფლიოს ომის რეალური სახე დაანახეს.










 

big_banner
არქივი