logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: დეოკუპაციის გზას ბევრი სირთულე ახლავს, თუმცა…
- +

8 აგვისტო. 2017. 22:16

 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიალოგის და მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს.


„8 აგვისტო - საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე. დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ და შიდა ქართლის მშვიდობიანმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იგემა აგრესიული რუსული პოლიტიკის სისასტიკე. 2008 წლის 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაირღვა სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

ჩვენ ვნახეთ არაერთი ქართველი ჯარისკაცის გმირობა და საქართველოს მაშინდელი უპასუხისმგებლო, მშიშარა ხელისუფლება, რომელმაც კონფლიქტი ვერ აიცილა და სამაჩაბლოში ტერიტორიები დაკარგა; რაც მთავარია, რუსეთს აღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალი და ამით საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. ქედს ვიხრი თითოეული გმირი ქართველის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს სამშობლოსთვის. ჩვენ დღეს კიდევ ერთ დამარცხებას შეწირული ბიჭების ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ და იმედია, უკანასკნელს.

 

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ორიენტირებულია მშვიდობაზე და ამ გზით ცდილობს საერთაშორისო ძალისხმევით ის პირობები შექმნას, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და დეოკუპაციის გზას ბევრი სირთულეც ახლავს, თუმცა მთავარია, მშვიდობის შენარჩუნება, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით ვიპოვოთ აფხაზი და ოსი თანამოძმეების გულებამდე მისასვლელი გზები. თუმცა, ყველა ვხვდებით, რომ ეს ადვილი არ არის", - განაცხადა ქანთარიამ.









 

big_banner
არქივი