logo_geo
ზურაბ ალავიძე: მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს!
- +

21 აგვისტო. 2017. 23:25



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა, რომ არის ძლიერი ქარი და იმის საშიშროება, რომ ახალი კერები კიდევ გაჩნდეს. მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ტექნიკის მიყვანა. ალავიძის განცხადებით,  ყველა შესაბამისი უწყება მოიბილიზებულია, რათა მოხდეს ხანძრის ჩაქრობა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ალავიძის თქმით, ევაკუაცია აუცილებლად მოხდება.


როგორც ალავიძემ აღნიშნა, ადგილზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან და საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი გაიმართება.









 

big_banner
არქივი