logo_geo
საქართველოს დასახმარებლად ეკიპაჟებს სომხეთიც უგზავნის
- +

22 აგვისტო. 2017. 14:28



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ერთვება.


„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან. დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და ჩამოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

big_banner
არქივი