logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
- +

22 აგვისტო. 2017. 14:29



პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენად ჩქარა მოხდება ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე.


პრემიერის თქმით, საგანგებო შტაბის ყველა კომპონენტი, ყველა შემადგენელი ინსტიტუტი მუშაობს ერთმანეთთან კოორდინირებულად მთელი გუშინდელი ღამის განმავლობაში და დღევანდელ დღესაც.


„მუშაობა, რა თქმა უნდა, ორი დღის წინ დაიწყო. გუშინ ცეცხლი ჩამქრალი იყო, შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი