logo_geo
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას ისრაელიც სთავაზობს
- +

23 აგვისტო. 2017. 13:26



ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარებას ისრაელიც სთავაზობს.


„ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისრაელის ელჩი შაბთაი ცური საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზადყოფნა გამოხატა.

 

ისრაელი, როგორც მეგობრული სახელმწიფო, ვერ იქნება გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკმარისად არის ტექნიკა და ხანძარს უმკლავდებიან", - ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.



 

big_banner
არქივი