logo_geo
კახი კალაძე: არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები, ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს!
- +

26 აგვისტო. 2017. 22:12



თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი.


„განსაკუთრებულ მადლობას გიორგი კვირიკაშვილს ვუხდი, რომელიც პირველივე წუთებიდან ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში იყო ჩართული. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია.


ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით შევძლებთ, თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას. მადლობა თბილისელებს იმისათვის, რომ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ვგრძნობ. გამოცხადებული ნდობა ძალას მაძლევს, რომ ნებისმიერი გამოწვევა გადავლახო, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს. ძალიან კარგად ვიცით და ყველა ის პრობლემა გვესმის, რაც თბილისსა და თბილისელებს აწუხებთ. ასევე კარგად ვიცით, ეს პრობლემები როგორ მოვაგვაროთ. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. თითოეული თბილისელისთვის ვიშრომებ, არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები იმით, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს", - დასძინა კალაძემ.










 

big_banner
არქივი