logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას
- +

31 აგვისტო. 2017. 11:12


„სტიქიის დროს ძნელია, მოვლენების განვითარებას პროგნოზირება გაუკეთო, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, აბასთუმნის ტყეში, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაური პირველ რიგში, ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.


„მოგეხსენებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში. მუშაობს ასევე ავიაცია - სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი და ამ ეტაპზე კომპანია „თუშეთის" ვერტმფრენი ეხმარება მას. ასევე, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, უკრაინიდან თვითმფრინავი, აზერბაიჯანული ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება, თუ არ ვცდები, უკვე ნებართვა არის და ისინიც დაემატებიან საჭიროების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სტიქიის დროს ძნელია, მოვლენების განვითარებას პროგნოზირება გაუკეთო, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ხანძარს საბოლოოდ ჩავაქრობთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი