logo_geo
კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა
- +

2 სექტემბერი. 2017. 17:21


მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის" სახელით იბრძოლებს.


როგორც ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კახაბერ ცისკარიძე მერობის კანდიდატად ოფიციალურად ორი დღის წინ დარეგისტრირდა.


მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განცხადება 28 აგვისტოს გააკეთა, თუმცა ეს დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა.


მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლებოდა, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი