logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი!
- +

10 სექტემბერი. 2017. 20:34


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა გურულებს და აღნიშნა, რომ მათთან პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, რადგან ძალიან კარგად იციან სწორი არჩევანის გაკეთება.


"მივესალმები გურიას და გურულებს! მოგესალმებით მეგობრებო! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ შემსრულებლებს, ასეთი მშვენიერი განწყობის შექმნისთვის. გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ-დემოკრატულმა საქართველომ". ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველას ერთად გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს. აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზეზრუნვა.

 

ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, არის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ მტავრობა გლეხებს მაქსიმალურად დაეხმარება და მათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ექნებათ.


"ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში,სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით,ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურედ დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის. ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, მიკროგრანტების პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიცითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტილარია გაცემული", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა.

 

"ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა 7 ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა 10 არსებული საწარმო. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთიახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: ზარა,მანგო, მასიმო დუტი და სხვა მსოფლიოში ცნიბილი პრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში"ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდემეწარმემ ისარგებლა. ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი. აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის,მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძისხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა დალანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული,და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული,საერთაშორისო მნიშვნელობის გზისგამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას. ასევე იგეგმება გრიგოლეთი-ფოთისა დაგრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთებისმშენებლობა, რომლებიც საშუალებასმოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა,ჩქაროსნული ავტომაგისტრალითიმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ისეპირდაპირ გრიგოლეთი-ქობულეთისმიმართულებით.

 

მეგობრებო, გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა - მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე, და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უკვე დავამტკიცეთ ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გასულ წელს, პირველად ისტორიაში,ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა, კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს.ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას. უნიკალური სამკურნალო თვისებებითგამოირჩევა სამთო კურორტი გომისმთა.კურორტ გომისმთაზე შენდებაწყალმომარაგების სისტემა და იგეგმებაკურორტის სრული ელექტრიფიკაცია. როდესაც იქ იქნება წყალი და დენი, და ასევე დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისა და ტურისტების გახდება მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომისმთაც მალე გახდება დამსვენებლებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი. მეგობრებო! ყველამ იცით, რომ სულ ახლახან, შეკვეთილში გაიხსნა უნიკალური საკონცერტო დარბაზი, 300-მდე მილიონილარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ეს დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობს, და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. აქ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „ჩეკინ ჯორჯიას" ფარგლებში გამართული არაჩვეულებრივი ღონისძიებები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება,ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ეს დარბაზი სწორედ ბატონი ბიძინას ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი ამ რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გურიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სახელით სამი კანდიდატი იბრძოლებს.


 

big_banner
არქივი