logo_geo
კახა კალაძე: მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი
- +

4 დეკემბერი. 2018. 16:40

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუესა და ძალადობრივ მოწოდებებზე.

 

„კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. თუ შევხედავთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინსპირირებულია ის დღის წესრიგი, რომელიც არჩევნების შემდეგ შემოგვთავაზეს. მთელი საარჩევნო კამპანიის ორივე ტურს ვგულისხმობ, რომელიც დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუესა და ძალადობრივ მოწოდებებზე. მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და დღეს სამწუხაროდ, ყველამ ერთად მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი