„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს" ,- ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციას ულოცავს.
„განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საქმეში. ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი. ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა.
დიდი მადლობა ყველას!", - წერს ღარიბაშვილი პირად facebook-გვერდზე.