logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა
- +

3 თებერვალი. 2017. 14:51




„საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „Чернівецький промінь" განაცხადა. მან უკრაინაში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა და შედარება საქართველოსთან გააკეთა.


„ტურიზმი ეს უკრაინის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პოტენციური საშუალებაა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, მაგალითად საქართველოში ჯერ კიდევ საშინელი ხელისუფლებაა, თუმცა, ყველა ინსტიტუტი მუშაობს და მთავარი, რაზეც საქართველოს ეკონომიკა დგას, ეს ჩემ მიერ დატოვებული ტურიზმია. აქ კი რაღაც არანორმალური პოტენციალი არსებობს, ყველაფერი გვაქვს, რაც ტურიზმს სჭირდება, ისტორია, კულტურა, სამზარეულო... ყოველ რაიონს, ყოველ სოფელს საკუთარი სამზარეულო გააჩნია. მსგავსი არაფერი აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, აქ კი არის.

 

მიმაჩნია, რომ უკრაინელები უფრო კანონმორჩილები, უფრო შრომისმოყვარენი, რეფორმებისთვის უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ. ახლა ქართველებმა უკვე ისწავლეს. საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი. ახლა კი საქართველო არის ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა, ესაა ქვეყანა, სადაც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ბევრი საინტერესო ინიციატივა ჩნდება..." - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი