logo_geo
„უგულავა შემოგზავნილი ჰყავდა უშიშროებას, ვითომ ჟურნალისტი იყო“
- +

4 თებერვალი. 2017. 01:41


 

ერთი ფოტოს ისტორია:

 

ბასილ მკალავიშვილს „ვარდების რევოლუციის" მეორე წელს გლდანში ეკლესია შეუნგრიეს და დააპატიმრეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ამ ამბავს მამა ბასილი ასე იგონებს:


„სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იეღოველთა სექტა ოფიციალურად დაარეგისტრირეს, ასეთი რამ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთელი ერი ფეხზე დადგებოდა, მაგრამ ამ დროს ხმა არავინ ამოიღო. 1995 წლიდან  განდგომილები ვართ და ძალიან ბევრი უბედურება გადავიტანე ამ წლების განმავლობაში. ჯერ ეკლესიიდან გამიტაცეს და ოცი დღის მანძილზე სადღაც ჯურღმულში ვიყავი გამოკეტილი, მერე 15 დღით დამაპატიმრეს და არ ვიცი კიდევ რამდენი რამ გადამხდა. აი, ასეთი ხალხის წყალობით სისტემატურად მყავდა მოჩენილი ვიღაც და მათ შორის გიგი უგულავა. როცა ვლოცულობდი, მაშინაც კი შემოგზავნილი ჰყავდა უშიშროებას, სულ გვერდით მედგა, ვითომ ჟურნალისტი იყო და თავის პატრონებს გადასცემდა, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ და რას ვაპირებდი იეღოვური სექტების წინააღმდეგ. უგულავა დღესაც აგრძელებს თავის დამანგრეველ საქმიანობას და მართლმადიდებლობას ებრძვის!"


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი