logo_geo
საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება
- +

16 აპრილი. 2019. 12:02

ტის ფარგლებში, რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება

 

 

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და კვიპროსს შორის რამდენიმე დოკუმენტის გაფორმება იგეგმება. საუბარია შეთანხმებებზე „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, ასევე თანამშრომლობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში.

 

ამასთან, ქვეყნებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები კიდევ ერთი დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით. საუბარია შეთანხმებაზე „ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობისა და გაგრძელების მიზნით უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ორმხრივი აკადემიური აღიარების შესახებ“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულებები გამოიცა, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

 

ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტი დღეს იწყება. ეს საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის სტუმრობის პირველი შემთხვევაა.

 

 

big_banner
არქივი