logo_geo
ადა მარშანია: მწარედ იცინის ბატონი ბოკერია და იმედი მაქვს, ბოლომდე მწარედ გაეცინება
- +

19 აპრილი. 2019. 17:23

 

„მწარედ იცინის ბატონი ბოკერია, ამჟამად და იმედი მაქვს, ბოლომდე მწარედ გაეცინება“,  -ამის სიტყვებით  მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ, მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტის განხილვისას „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, კარგად მომისმინეთ, თქვენი დაბადებული და გაზრდილია ის გვრიტიშვილ-ჩინჩალაძე და მეთოფიშვილი, ახლა დაწვრილებით რომ კანონს უსწორებთ მათ, რატომ აკეთებთ ამას? რას „სტახანოვობთ“ ამდენს? რომ მათ მიართვათ ვითომდა ევროპელების მიერ გასწორებული და თქვენ მიერ გაზიარებული უკეთესი და დახვეწილი კანონი? ეს ყველაფერი ხომ ფარსია და თამაშია, როდის დამთავრდება ნეტავი ეს ყველაფერი? მწარედ იცინის ბატონი ბოკერია ამ დარბაზში ახლა, ამჟამად და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მწარედ გაეცინება“, - მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.

 

 

big_banner
არქივი