logo_geo
გოგა ხაინდრავა: მამუკა ახვლედიანი არის კორუფციონერი და ამის დადგენას არაფერი არ უნდა
- +

6 თებერვალი. 2017. 16:16




რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, „რუსთავი 2"-ის გენერალური  დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის შინაარსი მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობის მიზნით შექმნილი სქემის კიდევ ერთი დასტურია.


მისი თქმით, იმავეს ემსახურებოდა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას საუბარი.


როგორც ხაინდრავამ „კვირას" განუცხადა, მამუკა ახვლედიანს, რომელსაც იმჟამად საქალაქო თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა, ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა.


„თვითაღიარებების კასკადი მიდის და როგორც ყოველთვის, დღესაც  ვიხილეთ ბოროტმოქმედების  გამართლების მცდელობა, მათ შორის გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტების, ასევე  „ნაციონალური მოძრაობის" მენშევიკური და ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი კვალის არევას ცდილობენ, თუმცა, ამაოდ. სახეზეა ცალსახა კორუფციული სქემა, პროკურატურამ ეს უნდა შეისწავლოს საფუძვლიანად.

 

მამუკა ახვლედიანი არის კორუფციონერი და  მე ვფიქრობ, რომ ამის დადგენას არაფერი არ უნდა. ის დოკუმენტაცია, რომელიც უკვე გამომზეურებულია და რომელშიც  პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ბალავაძეც ფიგურირებს, სახეზე გვაქვს  ფულის გათეთრების ფაქტი. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, მას ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა მოსამართლეებზე, მათ შორის „რუსთავი2"-ის საქმის მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა, იმიტომ, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. მას დიდი გავლენა ჰქონდა სასამართლო სისტემაზე, დიდი კავშირები  და ნაცნობობაც.

 

ასე რომ, რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკონ სამადაშვილმა და სხვა ადამიანებმა, იმის დაფარვას,  რასაც ადგილი ჰქონდა, ვერ მოახერხებენ.  ეს კორუფციული სქემა, როგორც ჩანს, საკმაოდ ღრმაა, და ის შემუშავდა  როგორც კიევში, ასევე თბილისში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.



 

big_banner
არქივი