logo_geo
მეუფე ანტონი: დავითგარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია
- +

3 მაისი. 2019. 15:51

 

„დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია“, - ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონი დავითგარეჯის შესახებ კომისიის შექმნის საკითხს.

 

„ამაზე გვიან შექმნა უკვე აღარ შეიძლება და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენს პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს, იმიტომ, რომ ეკლესიას არ აქვს დედამიწის მოწყობა მოვალეობაში, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ ვერც ჩვენ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

 

კითხვაზე, როგორ განვითარდება პროცესები, თუკი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისევ ჩაკეტეს გზა, მეუფე ანტონი აცხადებს: "მე მგონია სახელმწიფო გასცემს პასუხს".

 

 

 

 

big_banner
არქივი