logo_geo
ირმა ინაშვილი „ნაციონალებს“: საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში...
- +

10 თებერვალი. 2017. 21:20



ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შემდეგი სახის ტექსტით მიმართა:


„საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს არა და ეს 80 000 ფაილი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა. ეს მასობრივი წამების ფორმაა. ასე გყავდათ დაშანტაჟებული უამრავი პოლიტიკური ოპონენტი და ქართველი ხალხი აქციეთ ამ ფარული გადაღებების მძევლად. ეს ტერორი უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის სულისკვეთება ამისკენ არის მიმართული. დერჟინსკის მეთოდები რომ გახსენდებათ დღეს, გახსენდებათ იმიტომ, რომ დერჟინსკის მემკვიდრეები და სულიერი შვილები ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის წარმომადგენლები. დღეს გამოდიხართ და გვხისნით,რა ცუდია ფარული მოსმენები და თან ჭკუას გვასწავლით, რომ 9 წელი არ უნდა გავიხსენოთ. ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, გავიხსენოთ კი არა ის 10 წელი და პასუხი ვაგებინოთ თქვენი პარტიის ლიდერებს, რომლებიც გააქცია აქედან „ქართულმა ოცნებამ" სხვათა შორის, გაუხსნა კარები და სააკაშილი გაატარეს ისე, რომ პასუხი არ უგია, ადეიშვილიც... სწორედ „ქაღთულმა ოცნებამ" დაინდო ისინი, მაგრამ ჩვენ არ დაგინდობთ და ქართველი ხალხი არ დაგინდობთ, ამის დრო აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

big_banner
არქივი