logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: დაწყებული გვაქვს პროექტები, რომლის მხარდაჭერა გაგრძელდება აშშ-ს მხრიდან
- +

11 თებერვალი. 2017. 23:39



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ში გამართული ვიზიტისა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პოლიტიკას, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.


როგორც ჯანელიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებული ტერიტორიები იყო.


„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს დღეს აქვს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პოლიტიკას, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ს მხრიდან და გაგრძელდება მათი მხარდაჭერა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი იყო სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა მიმართულებები.


„ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე. ეს მიმართულებები მოიცავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ენერგეტიკის, ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას. ამ ოთხივე მიმართულებას ორივე მხარე ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას. ჩვენ კონკრეტული პროექტები დაწყებული გვაქვს, რომლის მხარდაჭერა გაგრძელდება აშშ-ს მხრიდან, კერძოდ, როგორც ახალი ადმინისტრაციის, ასევე სენატისა და კონკგრესის მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის სენატის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე, იქნება ეს ფინანსური კუთხით დახმარებასა თუ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები. მივიღეთ ასევე მტკიცე ნების გამოხატულება ამ მიმართულებით გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი