logo_geo
მამუკა არეშიძე: გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს
- +

14 თებერვალი. 2017. 19:06



ექსპერტიზამ ნიკა გვარამისა და მამუკა ახვლედიანს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „რუსთავი2"-ს გენერალური დირექტორი შსს-მ გამოკითხვისთვის უკვე დაიბარა, თუმცა, გვარამია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პრეცენდენტი უნდა შექმნას და პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს.


პროცესი დაიწყო და გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს, როგორც გვარამიას, ისე ახვლედიანის მიმართულებითაც.

 

თავად გვარამიას აქვს არაერთი დანაშაული ჩადენილი გარკვეული პირების მიმართ და ეს დანაშაულები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. იმედი არა მაქვს, თუმცა, პრეცენდენტი უნდა შეიქმნას და საგამოძიებო მეთოდებით ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს... რაც კანონის ფარგლებში გათვალისიწინებულია, ისე უნდა მოიქცნენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი