logo_geo
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!”
- +

1 ივლისი. 2019. 23:57

 

 

საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება,” -  ამ სიტყვებით ახასიათებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ხალხს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში დასვენების მხარდამჭერ კამპანიას უერთდება.

 

ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – წერს ელიზაბეთ რუდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

 

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, რასაც საქართველოზე შეყვარებული არაერთი უცხოელი შეუერთდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი