logo_geo
პუტინის ბრძანება ძალაში შევიდა - რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა
- +

8 ივლისი. 2019. 11:14

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას უკრძალავს, ძალაში დღეიდან შევიდა.

 

რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ თბილისიდან-მოსკოვის მიმართულებით ბოლო რეისი გვიან ღამით შეასრულა.

 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კი, დაწესებული სანქციების შედეგად, დღეიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის და მგზავრებს თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით მოემსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.

 

პუტინმა განკარგულებაში ასევე რუსეთის მთავრობას დაავალა,, საქართველოში მყოფი ყველა რუსი ტურისტის სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა მოეხდინა. გადაწყვეტილების მიზეზად, კი რუსულმა მხარემ, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ არსებული საფრთხე დაასახელა.

 

ამ ყველაფერს კი, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ქმედება უძღოდა. თბილისში 19-20 ივნისს მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეა იმართებოდა, რომლის თავმჯდომარეც სწორედ გავრილოვი იყო. 20 ივნისს მან ასამბლეის გახსნის დროს, საქართველოს პარლამენტში, მაშინდელი სპიკერის ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.

 

 აღნიშნულმა ფაქტმა ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გავრილოვს კი,  თბილისის დატოვება მოუწია. 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი