logo_geo
ევროპარლამენტარები: საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
- +

13 თებერვალი. 2020. 13:56

 

 

ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

 

როგორც ევროპელი კანონდებლების განცხადებაში წერია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს, ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია. მათივე განმატებით, ეს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოვალეობების ნაწილია.

 

„სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება ბატონ უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს პროცედურის, დროის და გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ. ეს აგრეთვე ზრდის დაძაბულობას ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღებად, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს გამოხატავს. ჩვენ გვექნება მჭიდრო კავშირი ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში დემოკრატიისთვის ამ კრიტიკულ დროს“,- წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

 

12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი