logo_geo
პრემიერ-მინისტრი მიუნხენში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
- +

14 თებერვალი. 2020. 10:47

 

 

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. კონფერენციის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, საგარეო, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები შედიან.

 

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.

 

big_banner
არქივი