logo_geo
კახა კალაძე: რას ნიშნავს „თათარი“ ან „თათრები”?! ან რამე რეგიონი გვაქვს ეგეთი, ან რელიგია რაიმე?!
- +

13 მარტი. 2017. 21:05


 

„რას ნიშნავს „თათარი" და „სათათრეთი", ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას, აჭარის მოსახლეობას?! ჩემთვის გაუგებარი იყო", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.


„რას ნიშნავს "თათარი" ან "თათრები"?! ან რამე რეგიონი გვაქვს ეგეთი, ან რელიგია რაიმე?! - გაუგებარია. ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენდით რამდენიმე საათის განმავლობაში და წინა დღეებშიც. ეს ძალიან სახიფათო და მძიმე მოსასმენი იყო.


ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


 

big_banner
არქივი