logo_geo
ირაკლი კობახიძე: დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის საფუძველზე ვისაუბროთ კონკრეტულ სანქციებზე
- +

13 მარტი. 2017. 21:19



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელი იყო მოვლენები, რომელიც ბათუმში განვითარდა. მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს მომხდარის გამოძიებას, რათა სანქციებზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული.


კითხვაზე, რა სანქციებზე საუბრობს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ თუ იკვეთება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ასეც იქნება, მაგრამ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა იყოს მსჯელობა.


„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიის, პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მაგალითად, სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, როგორ წარიმართა პროცესები, ვინ იდგა ამის უკან, იყო თუ არა მართული პროცესები და ამის საფუძველზე უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის საფუძველზე ვისაუბროთ კონკრეტულ სანქციებზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების თუ ადამიანების მიმართ. თუ იკვეთება სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ დევნაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სხვა და გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვისმჯელოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი