logo_geo
„არ მაინტერესებს ვის ფეთება აქვს და ვის შიშ-კანკალი, ყველამ კანონის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი“
- +

14 მარტი. 2017. 01:30


 

„ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმემ გაამართლოს თავისი ესა თუ ის სურვილი, ხედვა, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, განიცდის ყოველთვის კრახს", - ამ სიტყვებით საპარლამენტო ურმავლესობის წევრი კობა კობალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.


„რომ შევხედოთ განვითარების დინამიკას, ჩვენ დავინახავთ ერთ რამეს - იმ შემადგენლობას რომელსაც განსაზღვრული ჰქონდა, რომ ვანდალიზმით დაემთავრებინა თავისი პროტესტი თავიდანვე არ იყო განწყობილი დიალოგისთვის. ამავე დროს ჩვენ დავინახეთ ის შემადგენლობა და აქტივი, რომელმაც დაიწყო ცუდად თუ კარგად ამ პროცესების გარკვეულად მართვა. ამასთან ადგილი ჰქონდა მცდელობას, რომ პროცესები გადმოეტანათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში.

 

ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმემ გაამართლოს თავისი ესა თუ ის სურვილი, ხედვა, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, განიცდის ყოველთვის კრახს. მე, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ აღნიშნული ფაქტის მიმართ, კონკრეტული შეფასებები მოხდეს და საკმაოდ მკაცრი იყოს სამართალი იმ პირების მიმართ, ვინც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ამავე დროს, ვერავინ იდავებს იმაზე, რომ სახელმწიფო საკმაოდ ჰუმანურად უდგება ამ პროცესებს, პროცესების განვითარების ბოლომდე, სახელმწიფო ბოლომდე ცდილობდა წესრიგი აღედგინა, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და პროპორციული ძალის გამოყენებით.

 

ამ ყველაფრის დინამიკას რომ შევხედოთ როგორ ვითარდებოდა პროცესი, წინა პლანზე წამოწეული იყო აბსოლუტურად აგრესიული ხედვა და წინადადებები. ამის გარდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბევრი იყო სტუმარი ამ რეგიონის, რომელიც გაცილებით უფრო მეტად აქტიურობდა, ვიდრე ამ კუთხის მაცხოვრებლები. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე არ მაინტერესებს ვის ფეთება აქვს და ვის შიშ-კანკალი, ყველამ კანონის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი, თუ ამგვარი ქმედება აქვს ჩატარებული", - აღნიშნა კობალაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი