logo_geo
ეკა ბესელია დავით უსუფაშვილზე: იმ ადამიანს სერიოზულად არ შევხედავდი, ვინც ფიქრობს, რომ…
- +

17 მარტი. 2017. 14:38



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმის ინციდენტი ხელისუფლების შიდაკლანური დაპირისპირება იყო და ხელისუფლება ამის „ნაციონალური მოძრაობისთვის" „ჩამოკიდებას" ცდილობს.


როგორც ჩანს, მავანი ცდილობს, სერიოზული ფონი შეუქმნას ამ სრულიად გაუგებარ ვერსიას. მე არ ვუყურებ სერიოზულად ამ ვერსიას და არც იმ ადამიანს შევხედავდი სერიოზულად, ვინც ასეთ რამეს საზოგადოებას აწვდის, რომ ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა ბათუმის მოვლენები. ამაზე სერიოზული დისკუსიის წარმართვა უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



 

big_banner
არქივი